Sunday, March 6, 2016

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე გაცილებით ნაყოფიერად ვიმუშავე, ავტვირთეთ პორტფოლიო და ბლოგზე განვათავსე. კომენტარი გავუკეთეთ ერთმანეთის რეფლექსიას, რაც ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. დრაივში მოვათავსეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები, კერძოდ, ბუკლეტი, რომელიც შემდეგ ბლოგზე გადავიტანეთ. ვფიქრობ, პროექტებით სწავლება არათუ მაღალ სააზროვნო უნარებზე გაგვიყვანს, არამედ უფრო სახალისოც იქნება მოსწავლეებისათვის. მართლა შევეცდები ყველაფერი გავითვალისწინო, რაც ჩვენმა ტრენერმა გვასწავლა. და კარგად რომ გვასწავლა, ეს ცხადია.

Saturday, March 5, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღის ტრენინგი დამეხმარა, გამეცნობიერებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ფლობდე ისტ-ს ტექნოლოგიებს, რომ შენი ფაილი დაგხვდეს ყველგან, სადაც კი მიხვალ, გაუზიარო სხვას და ა.შ. ვისწავლე მარტივად  ატვირთვა პრეზენტაციის,  დრაივზე განთავსება და ბლოგზე გამოქვეყნება.

Sunday, February 28, 2016

მეხუთე მოდულის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.

Saturday, February 27, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რაოდენ მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა პროექტების შექმნის დროს, კერძოდ, არ გამოვიყენებ ან დიდი სიფრთხილით მოვეკიდები ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ ფოტომასალასა თუ სხვა ინფორმაციას.

მეხუთე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისა და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. 

Sunday, February 21, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინამიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისა და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. ვფიქრობ, გამიადვილდება პროექტის შაბლონში მიმართულების მიმცემი კითვების განზოგადება.

Saturday, February 20, 2016

მეორე მოდულის რეფლექსია

      ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების  ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. ნაყოფიერად ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვის პირველ ეტაპებზე, შევიმუშავეთ სტანდარტებისა და სასწავლო მიზნების სამუშაო ვარიანტი. ასევე განვსაზღვრეთ სტანდარტის რომელი შედეგის/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება გვინდოდა ჩვენ მიერ არჩეული თემის ფარგლებში. სტანდარტების გაანალიზების შემდეგ ჩამოვაყალიბეთ სასწავლო მიზნები, რომლებიც მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებით მიიღწევა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და  პრაქტიკული ღირებულებისა იყო დღევანდელი ტრენინგი.

Sunday, February 14, 2016

I მოდულის რეფლექსია

ეს  მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.

Saturday, February 13, 2016

ჩვენი მოლოდინი

 ინტელის  ტრენინგისგან მოველი  ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც  დამეხმარება  ჩემს პროფესიულ ზრდაში.  იმედი მაქვს,  რომ  შეძლებისდაგვარად ავითვისებ , გავერკვევი  იმ სიახლეებში,რასაც ინტელი გვთავაზობს,  რათა  ჩემი სწავლა-სწავლების მიდგომები უფრო ეფექტური და ხალისიანი გახდეს, ვიდრე მანამდე იყო.  ჯერ ბევრი  არაფერი  გვიკეთებია და  უკვე მსიამოვნებს  მუშაობა.