Sunday, March 6, 2016

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე გაცილებით ნაყოფიერად ვიმუშავე, ავტვირთეთ პორტფოლიო და ბლოგზე განვათავსე. კომენტარი გავუკეთეთ ერთმანეთის რეფლექსიას, რაც ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. დრაივში მოვათავსეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები, კერძოდ, ბუკლეტი, რომელიც შემდეგ ბლოგზე გადავიტანეთ. ვფიქრობ, პროექტებით სწავლება არათუ მაღალ სააზროვნო უნარებზე გაგვიყვანს, არამედ უფრო სახალისოც იქნება მოსწავლეებისათვის. მართლა შევეცდები ყველაფერი გავითვალისწინო, რაც ჩვენმა ტრენერმა გვასწავლა. და კარგად რომ გვასწავლა, ეს ცხადია.

Saturday, March 5, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღის ტრენინგი დამეხმარა, გამეცნობიერებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ფლობდე ისტ-ს ტექნოლოგიებს, რომ შენი ფაილი დაგხვდეს ყველგან, სადაც კი მიხვალ, გაუზიარო სხვას და ა.შ. ვისწავლე მარტივად  ატვირთვა პრეზენტაციის,  დრაივზე განთავსება და ბლოგზე გამოქვეყნება.

Sunday, February 28, 2016

მეხუთე მოდულის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.

Saturday, February 27, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რაოდენ მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა პროექტების შექმნის დროს, კერძოდ, არ გამოვიყენებ ან დიდი სიფრთხილით მოვეკიდები ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ ფოტომასალასა თუ სხვა ინფორმაციას.

მეხუთე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისა და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.